”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, გამგეობას ერთი რეკომენდაციით დაუბრუნა. რეკომენდაცია ცენტრალურ მაგისტრალზე: ვალე –აწყურისა და ჭაჭარაქი–მინაძის მონაკვეთებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას შეეხება.

ახალციხის გამგებლის თქმით, საპატრულო პოლიციასთან  მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მაგისტრალზე 8–დან – 12–მდე კამერა დამონტაჟდება.  სათვალთვალო კამერების მონტაჟისთვის გამგეობამ ბიუჯეტში  35 000 ლარი გაითვილისწინა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობითმა ორგანომ გამგეობას ერთი რეკომენდაციით  25 ნოემბერს დაუბრუნა. ჩასწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად,10 დეკემბერს გადაეგზავნება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე