”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის პირველი მერის შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები

რომელი დაპირება შეასრულა და რომელი პროექტების განხორციელება ვერ მოასწრო ახალციხის პირველმა მერმა? რატომ ვერ ხერხდება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება? – ახალციხელები შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებზე მსჯელობენ. 

ყოფილი მერისა და ამჟამად უკვე პარლამენტის წევრის ეს დაპირება რამდენად რეალურია, ამის შესახებ დღეს უკვე ახალციხელები მსჯელობენ.  საწარმოს  აშენებას მოსახლეობას ქალაქის პირველი მერი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაპირდა. თუმცა გიორგი კოპაძემ მერობის პერიოდში ვერ შეძლო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და სათნოების სახლის გახსნა, სადაც ბენეფიციარები ღამის გათევას დროებით შეძლებდნენ. ამ დრომდე არ დაწყებულა საცურაო აუზის მშენებლობა.  დაპირებად დარჩა ისიც, რომ  ახალციხის ციხის დათვალიერება ადგილობრივებს უფასოდ შეეძლებოდათ. დაპირების მიხედვით უნდა აშენებულიყო სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი და  მოგვარებულიყო ახალგაზრდების დასაქმების პრობლემაც.

გიორგი კოპაძის დაპირებებში შედიოდა სპორტული მოედნებისა და სკვერების მშენებლობა, შიდა ქუჩების მოწესრიგება, ქალაქის იერსახის კეთილმოწყობა. მისი მერობის პერიოდში ასფალტი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც წლების განმავლობაში გზა ამორტიზებული იყო. გაიხსნა სპორტული მოედნები და სკვერები. დაიდგა ნაგვის ახალი ურნები, კეთილმოეწყო მრავალსართულიანი ბინების ფასადები და ეზოები

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი