”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მუსხში სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

15259661_1314483738603133_6676865392711561299_o

ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში  მთავარი გამანაწილებელი მოეწყობა, საიდანაც სასმელი წყალი თითოეულ უბანს ცალ-ცალკე ხაზით მიეწოდება. სამუშაოებზე 12 ადამიანია დასაქმებული.

პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 დეკემბრამდე დასრულდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე