”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მაღალმთიანი სოფელი ამბულატორიის გარეშე, რომელსაც ექიმიც იშვიათად აკითხავს

სოფელ ხეოთის მოსახლეობისთვის, უბნის ექიმს ხშირად სასწრაფო დახმარების ბრიგადა ანაცვლებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ექიმი  მეზობელ სოფელში ცხოვრობს და ხეოთში ხშირად ასვლას ვერ ახერხებს.

სოფელში, ექიმის მისვლამდე, ხშირად ექთანს აკითხავენ.

მაღალმთიანი სოფელი ქალაქ ახალციხიდან მოშორებით მდებარეობს. ავტობუსი კვირაში მხოლოდ 4 დღე დადის. სოფელი, სადაც 312 კაცი ცხოვრობს, მკაცრი კლიმატით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ადგილობრივები ამბულატორიის საჭიროებაზე საუბრობენ.

ჯულიეტა კაპანაძე ხეოთის გარდა, კიდევ ორი სოფლის – წყორძისა და ურაველის უბნის ექიმია. ადგილობრივების მსგავსად, ისიც ჩივის, რომ ხეოთში ექიმის ოთახი წლებია აღარ არსებობს. მისთვის პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პაციენტამდე მისასვლელად, მუნიციპალური  ტრანსპორტს, მისი გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ იყენებს.

ექიმმა და ექთანმა, პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებისა და გადაადგილების ხარჯი ხელფასიდან უნდა დაფარონ. მაღალმთიანი სოფლის ექიმის მომსახურების ანაზღაურება  1010 ლარს, ხოლო ექთნის – 635 ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი