”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ფერმერები ხვნის ბარათების ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ

ახალციხის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ცდილობენ მიწის დამუშავება ძლიერი ყინვების დაწყებამდე მოასწრონ.

სოფელ მუგარეთში ადგილობრივები ცოცხალ რიგს დილიდან იკავებენ, რათა შპს „მექანიზატორის“ ოპერატორი საკუთარ ნაკვეთში წაიყვანონ. ამ დროისათვის, ერთი ტრაქტორი  ფერსის ტერიტორიული ერთეულის სამ სოფელს ემსახურება. ფერმერები შიშობენ რომ ტექნიკის სიმცირის გამო მიწები დასამუშავებელი დარჩება.

ადგილობრივების უმეტესი ნაწილი ნიადაგს ხვნის ბარათებით ამუშავებს, რომელსაც მოქმედების ვადა 2 დეკემბრამდე აქვს. თუ ამ პერიოდში  მიწას ვერ დაამუშავებს, სახელმწიფოს ერთჯერად  დახმარებას ფერმერი 2 დეკემბრის შემდეგ ვეღარ გამოიყენებს. სოფლის მაცხოვრებლები მთავრობას ვადის გახანგრძლივებას სთხოვენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხვნის ბარათების მოქმედების ვადის თვის ბოლომდე გადაწევის თხოვნით უკვე მიმართეს და არ არის გამორიცხული რომ ვადა გახანგრძლივდეს. რაც შეეხება ტექნიკის სიმცირეს შპს „მექანიზატორის“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მუშაობს, როგორც ახალციხის სერვისცენტრის ტრაქტორები, ასევე დასავლეთიდან შემოყვანილი ტექნიკაც.

რატომ უნდა დამუშავდეს ნიადაგი შემოდგომით, ამასთან დაკავშირებით, სპეციალისტები განმარტებებს აკეთებენ. ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგროკონსულტანტის თქმით, პირველი ღონისძიება, რაც მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთში უნდა შესრულდეს, ნიადაგის ნარჩენებისგან კარგად გასუფთავებაა, რის შემდეგაც ორგანული ან მინერალური სასუქის შეტანა უნდა მოხდეს და ტრაქტორით 3 სანტიმეტრ სიღრმეზე დამუშავდეს. პავლე გიქოშვილის თქმით, ამ აგრო წესების დაცვა, კულტურების მაღალმოსავლიანობაზე დადებითად აისახება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში,შემოდგომით ხვნის ბარათებით 625 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო სავარგულის დამუშავებაა გათვალისწინებული. აქედან, 266 ჰექტარზე ხვნის სამუშაოები ფერმერებმა უკვე ჩაატარეს. კიდევ რა ფართობის დამუშავებას მოასწრებენ წელს სოფლის მაცხოვრებლები, ეს ამინდებზე და იმაზეა დამოკიდებული, გაახანგრძლივებს თუ არა სამინისტრო დეკემბრის ბოლომდე  ბარათების მოქმედების ვადას.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე, რამაზ ალავიძე.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი