”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოხის მუსლიმი მოსახლეობა კომისიასა და სამცხე–ჯავახეთის მუფთს უნდობლობას უცხადებს

მოხის მუსლიმი მოსახლეობა სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად შექმნილი  სპეციალური კომისიის გაუქმებას ითხოვს.  ამასთან დაკავშირებით, განცხადება  მრევლმა პარასკევის ლოცვის  შემდეგ გააკეთა.

მათი თქმით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ კომისიაში ის პირები გააერთანა, რომლებიც მათ ინტერესებს სათანადოდ ვერ იცავენ. საჯარო მიმართვაში მრევლმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოთხოვნა სადავო შენობის მათთვის გადაცემის შესახებ.

განცხადებაში, რომელსაც ხელს მოხეს 73 მუსლიმი მაცხოვრებელი აწერს, მრევლი პრემიერ მინისტრს სთხოვს, სადავო შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღოს.  მრევლმა ასევე გააჟღერა უნდობლობა სამცხე–ჯავახეთის მუფთის მისამართით, რომელიც კომისიის შემადგენლობაში მუსლიმების სახელითაა წარდგენილი. მათი თქმით, მამუკა ვაშაყმაძე, მათ პოზიციებს ღიად ვერ აფიქსირებს.  მუსლიმი მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მუფთზე ზეწოლას ახდენენ.

მამუკა ვაშაყმაძე, რომელიც მოხეში პარასკევის ლოცვას არ დასწრებია, ზეწოლას ვინმეს მხრიდან კატეგორიულად გამორიცხავს. სამცხე–ჯავახეთის მუფთი მოხეს მუსლიმი მოსახლეობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ამბობს, რომ განცხადების ტექსტი მასთან შეთანხმების გარეშე შედგა.  მისივე თქმით,  მრევლში არსებული უნდობლობა ერთმა ფაქტორმა განაპირობა. იგი არ უარყოფს, რომ მუსლიმების პრობლემები ვერ მოაგვარა. მამუკა ვაშაყმაძის თქმით, მათი ინტერესების გათვალისწინებით,  სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერა ვერცერთი საკითხის გადაწყვეტისას მოიპოვა.

მამუკა ვაშაყმაძე კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ სადავო შენობა მუსლიმი თემის საკუთრებაა და იგი ისტორიულ მეპატრონეს უნდა დაუბრუნდეს. საკითხის ამგვარად გადაჭრას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ადგილობრივი მართლმადიდებლები. მათი თქმით, თუ კომისიის გადაწყვეტილება არარეალურია, იგი უნდა გაუქმდეს, თუმცა ამბობენ, რომ შენობის მუსლიმებისთვის გადაცემას ან ცენტრალურ ტერიტორიაზე მეჩეთის ასაშენებლად ადგილის გამოყოფას არ დაუშვებენ.

მოხეს სადავო შენობის რელიგიური და ისტორიული  წარმომავლობის დასადგენად  სპეციალური კომისია ორი წლის წინ შეიქმნა. 2016 წლის 3  ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომისიის თავმჯდომარემ მუსლიმ მრევლს, სახელმწიფო ხარჯებით, მეჩეთის ასაშენებლად, ალტერნატიული ფართის გამოყოფა ან ყოფილი სამლოცველოს შესყიდვა და მათთვის გადაცემა შესთავაზა. მუსლიმმა მრევლმა კომისიის გადაწყვეტილება დაიწუნა.

მომდევნო სხდომა 1 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი.

2 comments on “მოხის მუსლიმი მოსახლეობა კომისიასა და სამცხე–ჯავახეთის მუფთს უნდობლობას უცხადებს

  1. Pingback: 1 დეკემბერს მოხეს სადავო შენობის თაობაზე კომისია შეიკრიბება |

  2. Pingback: 1 დეკემბერს, მოხეს სადავო შენობის თაობაზე კომისია შეიკრიბება |

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Information

This entry was posted on 25/11/2016 by in ახალი ამბები, რელიგია and tagged .

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი