”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში 20 კმ–იანი გზის მოასფალტების პროექტი მიმდინარეობს

2016 წელს,  ახალციხის მუნიციპალიტეტის  საავტომობილო გზებზე 20 კილომეტრამდე ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

დაახლოებით 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება სოფელ ურაველშიც. ამ ეტაპზე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 3 030 მეტრზე დაიგება.  გზის რეაბილიტაცია  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 932 768 ლარით ფინანსდება.

ურაველში სამუშაოების მიმდინარეობას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საგზაო ინფრასრუქტურა მოწესრიგდა სოფელ წყრუთში, ივლიტაში, სვირი-ბოგა-ტატანისში, წყალთბილა-ნაოხრებში, ზემო სხვილისში, მუსხში, ანდრიაწმინდაში, აგარა-წინუბანში, ქალაქ ვალეში (ვაჟა-ფშაველას და ფარნავაზ მეფის ქუჩები).

ამჟამად, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყალთბილა-ნაოხრებში (II ეტაპი), აგარა-საყუნეთში და სხვილისში.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი