“დემოკრატ მესხთა კავშირი” ტოლერანტობის ქომაგ ორგანიზაციად დასახელდა. ტიტული ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, “დემოკრატ მესხთა კავშირთან” ერთად დაჯილდოვდა, ტოლერანტობის ქომაგი მედიასაშუალება, პიროვნება და საჯარო მოხელე.
ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) ორგანიზებით გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 18 ნოემბერს თბილისში გაიმართა.
You must be logged in to post a comment.