”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვეფხია დიაკონაშვილმა ახალციხეში ხოხობი მოაშენა

ახალციხელმა ვეფხია დიაკონაშვილმა მწყრის ფერმის გაკეთების შემდეგ ხოხბის მოშენება გადაწყვიტა. მის ვოლიერში ამ დროისათვის, სამი ჯიშის ხოხობი იზრდება. ფერმერი ფრინველების გამრავლებასა  და მისი ხორცის რეალიზაციას გეგმავს.

სამეფო ფრინველი – ასე უწოდებს ვეფხია დიაკონაშვილი ხოხობს, რომლის მოშენებაც ახალციხეში უკვე დაიწყო. მის გალიებში ამ დროისათვის სამი ჯიშის 27  ხოხობი იზრდება.  კოლხური, რუმინული და დასავლეთ ევროპული ჯიშის ხოხბები გასულ წელს კვერცხით გამოიყვანა. ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

ხოხობი შვიდიდან 12 წლამდე ცხოვრობს. წელიწადში ერთი დედალი  40–დან 60 კვერცხამდე დებს. ვეფხია დიაკონაშვილი ფიქრობს, რომ ფრინველი სამცხე–ჯავახეთის კლიმატურ პირობებს მარტივად შეეგუება და სამომავლოდ მისი გამრავლება ბუნებაშიც შესაძლებელი გახდება. ხოხბის  საინკუბაციო პერიოდი 24 დღეა. ადვილად იზრდება, მარტივია მისი გამოკვებაც, თუმცა საჭმელი მუდმივად უნდა ჰქონდეს. აუცილებელია, გალიები ყოველდღიურად დასუფთავდეს.

განსხვავდება მეკვერცხული და მეხორცული ჯიშები. ახალციხელი ფერმერი ორივე მათგანის მოშენებას გეგმავს. მის ფერმაში ხოხბის გარდა, ათეულობით მწყერი იზრდება. თუ მწყრის კვერცი მარგებელია, ხოხობის ხორცი ყველაზე გემრიელია – მიაჩნია ვეფხია დიაკონაშვილს.

ხოხობისა და მწყრის გარდა უკვე მოაშენა გარეული ციცარიც.  მის გამრავლებას ინკუბაციის გზით ფერმერი გაზაფხულიდან გეგმავს.

სამომავლოდ ხოხობზე ნადირობით უცხოელი ტურისტების დაინტერესებას ფიქრობს. ასევე უნდა, რომ კიდევ ერთი ჯიში, ჩინური, ეგრეთ წოდებული „ოქროს ხოხობი“ მოაშენოს. ფიქრობს, რომ რეალიზაცია არ გაუჭირდება, როგოც ცოცხალი ფრინველის, ასევე კვერცხისა და ხორცის, რადგან სავაჭრო სექტორის ინტერესი დიდია. ასევე სურვილი აქვს, მომავალში ხოხობი ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკს გადასცეს და მესხეთში   მის ბუნებრივად გამრავლებას  ხელი ამგვარად შეუწყოს.

ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი