”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხისა და ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში, კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევები დაიწყო

ახალციხისა და ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტლებში, კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევები დაიწყო. სიახლე სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას საშუალებას აძლევს, რომ რეგიონიდან გაუსვლელად, ნებისმიერი პათოლოგიის დროული და სწორი დიაგნოსტირება მოახდინოს.

კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, სამცხე–ჯავახეთში მხოლოდ ახალციხისა და ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია შესაძლებელი, სადაც კვლევას ადგილობრივი რადიოლოგები ატარებენ. ტომოგრამაზე ასახული სურათის მონიტორინგს თბილისიდან დისტანციურად ჩართული ექიმი-რადიოლოგი ახორციელებს და ზუსტ დიაგნოსტირებას ახდენს.

სხივური დიაგნოსტიკის უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით, თანამედროვე მედიცინაში შესაძლებელი გახდა ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი გამოსახულების მიღება, რაც ექიმებს ზუსტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტურად წარმართვის საშუალებას აძლევს. კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება როგორც სასწრაფო–გადაუდებელი შემთხვევების, ისე გეგმიური კვლევის დროსაა საჭირო.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი