ტელეკომპანია “მეცხრე არხი” აცხადებს ვაკანსიას
ახალციხის ტელეკომპანია “მე-9 არხი” აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.

- ორგანიზაცია ეძებს კანდიდატებსახალციხისოფისისთვის
- სამუშაოგანაკვეთი:სრული
- ასაკი – 17 წელს ზემოთ (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
- საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება (არააუცილებელი)
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე (არააუცილებელი)
- ხელფასი: შეთანხმებით
აპლიკანტების მიღების დაწყების თარიღი: 23/11/2016
დასრულების თარიღი: 6/12/2016
აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@innova.ge
აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:
- 1-ელი ეტაპი: 7 დეკემბერს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები (მოხდება გადარჩევა);
- მე-2 ეტაპი: 8-9 დეკემბერს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.
შერჩეულ აპლიკანტებს ჩვენი თანამშრომელი დაუკავშირდება არაუგვიანეს 7დეკემბრისა (7/12/2016)
სამუშაოს დეტალური აღწერა:
- სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
- მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს.
- ყოველდღიურად უკავშირდება წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
- ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
- ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას (მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს.
- წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას შესაბამისად.
- სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა, ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო მონაცემებს.
- უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით (კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
- იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება, ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
- აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.
გაუზიარე ეს მასალა სხვებს:
You must be logged in to post a comment.