”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა, დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა. 

სულ ჩაბარებულია: 9 გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, 4 521 საბრძოლო ვაზნა, 93 ხელყუმბარა, 33 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 22 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4 ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 13 დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი და 9 საკვამლე კოჭა.

ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი