”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვაჩიანის მკვიდრები დედისა და სამი შვილის მკვლელობის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის მოსახლეობამ, საპროტესტო აქცია გამართა.  პოლიციის შენობასთან შეკრებილი ადგილობრივები, დედისა და სამი შვილის მკვლელობის საქმის ეფექტურ გამოძიებას ითხოვდნენ.

მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ დამნაშავეს თანამონაწილე ჰყავდა. სწორედ მისი გამოვლენა სურთ ვაჩიანელებს.

შშშ–ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. უწყება ექსპერტიზის პასუხებს ელის. სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ საქმეში მეორე პირი ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილები ნახეს. დედასა და გოგონებს ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდული იყო.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ნოდარ აკოფოვი 11 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დააკავეს. მან 27 აგვისტოს, გლდანის მე–8 საპყრობილეში თავი ჩამოიხრჩო.

 

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი