”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჭობარეთის მესხური ტენილი “დუთი ფრი”–ში იყიდება

ჭობარეთის საწარმომ მესხური ტენილი ყველი თბილისის აეროპორტში „დუტიფრი“–ში გაიტანა, სადაც პროდუქტი წარმატებით იყიდება.  პრობლემების გამო შეჩერებული მუშობა ხელმძღვანელებმა სამი წლის შემდეგ, კოოპერატივ „ხარებასთან“ ერთად განაახლეს. 

ჭობარეთი – სოფელი სამცხე–ჯავახეთში, სადაც უძველესი ტრადიციული მეთოდით ყველის უნიკალური სახეობის დამუშავების ტექნოლოგიები დღესაც შემონახულია. ოჯახების გარდა მესხურ ტენილს აქ საწარმოშიც ამზადებენ. ქოთანში ყველის გატენვის  ტრადიცია ჭობარეთში თამარ ზედგინიძემ აღადგინა.  მისმა ერთ–ერთმა სტუმარმა დელიკატესის დაგემოვნების შემდეგ, ამ ტექნოლოგიის საწარმოში გადატანა შესთავაზა.  ახლა დარიკო ბექაურთან ერთად, ყოველდღიურად 120 ლიტრ რძეს ამუშავებს.  შესაბამის ტემპერატურამდე გაცხელების შემდეგ, რძეში საკიდელს ასხამენ და ხის ჩამჩით განუწყვეტლივ ურევენ.  შედეგად ყველის მასა შრატს გამოეყოფა, ამის შემდეგ კი მთავარი პროცესი – მისი ხელით დამუშავება იწყება.

ქალები ყველის ხელში ტრიალს მანამდე არ წყვეტენ, სანამ ძაფები თმის ღერის დონდემდე არ დაწმინდავდება.  პროდუქტს ამის შემდეგ  რამდენიმე წუთით მარილწყალში ათავსებენ. შემდეგ კი ყველის ძაფებს გასაშრობად ორი დღის განმავლობაში ხის მაგიდებზე აწყობენ.

კარგად გამშრალ ყველის ძაფებს,  დაახლოებით 20 სანტიმეტრამდე ჭრიან და ნაღებში ავლებენ. რის შემდეგაც პროდეუქტს საბოლოო სახის მისაღებად, თიხის ქოთნებში ტენიან. გატენილ ჭურჭელს თავდაყირა ერთი დღის განმავლობაში ნაცარზე ამხობენ, შედეგად პროდუქტი ზედმეტი სითხისგან იწურება. ამგვარად მომზადებული ყველი უნიკალური და განსხვავებულია.

მესხური ტენილი ყველის წარმოება ჭობარეთის საწარმოში სამწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. „მზიანეთი“ კოოპერატივ  „ხარებასთან“ გაერთიანდა, შედეგად ძროხები შეიძინეს და საქმიანობა საკუთარი ფერმიდან მიღებული რძით დაიწყეს. ქოთნებში გატენილი ყველი დახლებზე უკვე გამოჩნდა. მესხური ტენილი აქტიურად იყიდება თბილისის აეროპორტში, მოთხოვნაა ქუთაისიდანაც.

ჭობარეთში საწარმოს გარდა ფუნქციონირებს მუზეუმიც. ძველ მესხურ ოდაში თითქმის ყველაფერი  ისე შემორჩა, როგორც ორი საუკუნის წინ იყო.

ჭობარეთის საწარმოსა და მუზეუმის ხელმძღვანელები სამომავლოდ მეზობლად მდებარე მესხური ოდების ათვისებასაც აპირებენ.  აგრო ტურიზმის განვითარების მიზნით, ფიქრობენ, რომ შენობებები ძველი სახით შენარჩუნების პარალელურად,  სასტუმრო ოთახებად აქციონ და ვიზიტორებს ღამის გასათევი შესთავაზონ. სასოფლო ტურიზმით დაინტერესებულ პირებს, დასვენების გარდა, შეეძლებათ მესხური ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნონ.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი