”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კუმურდოს 665 ოჯახთან ერთად მიმდებარე სოფლების − კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის, აფნიის, ქარცებისა და აზმანის − 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს.

15039446_1104092469639333_5147685938885198116_o

კუმურდოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ.

კუმურდოში სოფლიდან გაუსვლელად ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ თორის, პენსიის მიღება) სერვისები; ასევე, უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სოფლის მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.

კუმურდოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 42 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე ცენტრების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი