”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვარძიის კედლის მხატვრობის წმენდაში, ლონდონელი სპეციალისტები ჩაერთვნენ

რესტავრატორები ორი კვირაა, ვარძიის უნიკალურ კედლის მხატვრობას, მჭვარტლის მხოლოდ ზედა ფენისგან წმენდენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაუდებელ გაწმენდით სამუშაოებს, მოხატულობის მდგომარეობა და მშრალი ტექნიკით შესრულებული მხატვრობა ართულებს.

ვარძიის ტაძრის კელდების გასუფთავებაზე, რესტავრატორების შვიდკაციანი ჯგუფი მუშაობს. სპეციალისტები გამჭვარტლულ მხატვრობას, მიკროსკოპით ათვალიერებენ, ფოტოდოკუმენტაციას ადგენენ და შემდეგი ეტაპისთვის გაწმენდის ტექნოლოგიას არჩევენ.

გაწმენდითი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტთან ერთად მოინახულა.

პირველი ეტაპი – გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ შემდეგი – კონსერვაციის ეტაპი მომავალი წლიდან დაიწყება.

ვარძიის კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესწავლაში, ქართველ რესტავრატორებთან ერთად, უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვნენ. ლონდონის კურტოს ინსტიტუტის წარმომადგენელი ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევებისთვის იღებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, უცხოელი სპეციალისტების დასკვნას ელოდება. რესტავრატორები ამბობენ, რომ კედლის მხატვრობის გაწმენდა და რესტავრაცია, ხანგრძლივი პროცესი იქნება.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Information

This entry was posted on 16/11/2016 by in კულტურა, რელიგია.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი