”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2017 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დაიწყო. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პრიორიტეტი ისევ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.

მომავალი წლის ბიუჯეტი 6 მლნ. 320 ათასი ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მუნიციპალიტეტი 2 მლნ–მდე ლარს მიიღებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კომისიებსა და ფრაქციებში, მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დაიწყეს. წარმომადგენლობით ორგანოში ამბობენ, რომ გამგეობის მიერ შედგენილ ბიუჯეტის პროექტთან, შენიშვნები არ აქვთ.

ბიუჯეტის პროექტს სწავლობს და შენიშვნებს ამზადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. მაკა სუდაძე ამბობს, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, სფეროებზე თანხა არასწორად არის გადანაწილებული. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი საკუთარი წინადადებების დაფიქსირებას, საკრებულოში აპირებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ამბობს, რომ მათი ძირითადი პრობლემები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ სფეროდანაა. ადგილობრივები ხელისუფლებას, მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას, მათი პრიორიტეტების გათვალისწინებას ურჩევენ.

ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოში 10 ნოემბერს შევიდა. დეპუტატებსა და მოსახლეობას, შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის ვადა, 25 ნოემბრამდე აქვთ. 10 დღის შემდეგ, მთავარი ფინანსური დოკუმენტი ჩასასწორებლად ისევ გამგეობას დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი