”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მუსლიმი მესხების გადასახლებიდან 72 წელი გავიდა

მუსლიმი მოსახლეობის გადასახლებიდან 72 წლის შემდეგ ასოციაცია ტოლერანტში დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რეპატრირებული მესხები და სოფელ ჩუნჩხის სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე 1944 წლის 15 ნოემბრის ღამე გაიხსენეს, როცა საბჭოთა კავშირის მაშინდელი მეთაურის, იოსებ სტალინის მითითებით 120 ათასამდე მაჰმადიანი მესხი საქართველოდან გაასახლეს. ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში სამი თვის შემდეგ მხოლოდ 110 ათასამდე  ადამიანმა მიაღწია.  ოფიციალური ცნობებით,   10 ათასი მაჰმადიანი მესხი გზაში დაიღუპა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 16/11/2016 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე