”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

14 ნოემბრიდან სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 14 – 20 ნოემბერს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

amindi-702x336

სააგენტოს ინფორმაციით, 14 – 15 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +15, + 20° იქნება.

16 – 17 ნოემბერს შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +7, + 12° იქნება.

18 – 20 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 4 – 6° – ით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +3, + 8° იქნება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე