”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა

სამცხე–ჯავახეთში, 2016 წლის ოქტომბრის თვეში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა. დარღვევებს რეგიონების მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქვეყნებს. 

15032895_1691476354200109_3479505665202626173_n

სამცხე–ჯავახეთში დაფიქსირებული დარღვევებიდან, ოქტომბრის თვეში, 24 ადმინისტრაციული, ხოლო სამი სისხლის სამართლის დარღვევა ფიქსირდება.

დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი დასავლეთ ცენტრალურმა სამმართველომ გამოავლინა. აქ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 78 დარღვევა დააფიქსირა.

საქართველოს მასშტაბით, ოქტომბრის თვეში დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 284 ფაქტი გამოავლინა.

2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ სულ 8 438 დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 8 207 – ადმინისტრაციული, ხოლო 231 – სისხლის სამართლის დანაშაულია.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე