”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში, მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის ” ფინალისტებს არჩევენ

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის” მეორე ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა ადიგენის, ახალციხის, ასპინძის და ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

მონაწილეებს, მათემატიკური ამოცანებისა და ტესტების დასაწერად, დრო ერთი საათი ჰქონდათ. ოლიმპიადის საშემოდგომო სეზონში, მეორედან–მეექვსე კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ.

პირველ ტურში 500–მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, აქედან მეორე ტურისთვის, 250–მდე მოზარდი შეიჩა. ფინალური, მესამე ტური 11 დეკემბერს გაიმართება. დაჯილდოვდებიან იმ მოსწავლეების პედაგოგებიც, რომლებიც მაღალ შედეგს აჩვენებენ.

,,ევერესტი” 2009 წლიდან ტარდება. მესამე წელია, რაც ოლიმპიადაში სამცხე–ჯავახეთის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი