”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პროკურატურის ორგანიზებით, შშმ პირებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო.

14963397_1184014605020802_7779008659458759485_n

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის „ჩვენი ნუგეშის” აღსაზრდელებმა, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი ,,რწყილი და ჭიანჭველა’’ იხილეს. სპექტაკლს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლები შვილებთან ერთად დაესწრნენ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ახალციხის სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა. წარმოდგენის დასასრულს „ჩვენი ნუგეშის” აღსაზრდელებისთვის მცირე ექსკურსია მოეწყო რაბათის ციხის ტერიტორიაზე.

ღონისძიება პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად  სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ისახავს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე