”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება 2018 წელს დაიწყება

სამუხრუჭე სისტემა, საბურავები, გამონაბოლქვი, ხმაური, ხილვადობა, საჭის მართვის სისტემა, ძარა და მისი ელემენტები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტექნიკური პარამეტრებისა, რისი შემოწმებაც თქვენს ავტომობილზე,  2018 წლის პირველი იანვრიდან მოგიწევთ.

ხელისუფლებამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ეკონომიკის სამინისტრომ ტესტირების საკითხებთან დაკავშირებით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა გამოაცხადა.

ტექდათვალიერების სისტემას, რომელიც ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება, ახალციხეში აფასებენ. ქვეითები ახალ რეგულაციებს მიესალმებიან, მძღოლები კი შიშობენ, რომ ავტომობილების უმეტესობას, აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილება გაუჭირდება.

გაუმართავი ავტომობილის მოძრაობის შემთხვევაში, ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად მძიმდება – ამბობს ეკოლოგი. ზაზა სამსონიძე ტექდათვალიერების აუცილებლობაზე საუბრობს.

ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვთ ექსპერტებსაც. ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა რეფორმას მოუმზადებელი ხვდება და მისი განხორციელება, მძღოლების დიდ ნაწილს დააზარალებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება 2018 წლის 1იანვრიდან იწყება და სავალდებულო ტესტირება ამავე წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 100 000–ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, მათგან 10%–მდე 10 წელზე უფრო ახალია, ხოლო 40% 20 წელზე მეტი ხნისაა.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Information

This entry was posted on 11/11/2016 by in ახალი ამბები.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი