”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში ზარზმობის დღესასწაული იზეიმეს

ადიგენის მუნიციპალიტეტმა სახალხო რელიგიური დღესასწაული „ზარზმობა“  აღნიშნა. სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.

15000254_1242532849168457_7801420232922409191_o

დღესასწაულის აღნიშვნა, წირვის შემდეგ, სოფლის შესასვლელში კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდა. მასში მონაწილეობა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს. გარდა ამისა, ღონისძიებაში ჩაერთო “ერისიონთან“ არსებული  ქორეოგრაფიული ანსამბლი “მომავალი”. ასევე, გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.

წელს დღესასწაულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 900 ლარამდე დაიხარჯა.

“ზარზმობა” სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 11 ნოემბერს, საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში გრანდიოზულად აღინიშნება.

წმინდანი, რომელიც  წარმოშობით კლარჯეთიდან იყო, IX საუკუნეში მოღვაწეობდა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, იგი სხვა ბერებთან ერთად სამცხისაკენ ეკლესიის ასაგებად წამოვიდა. იმ დროისათვის სამცხის დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი, თვითონ ეწვია სერაპიონს და  შემწეობა აღმოუჩინა; მან მონასტრისათვის სამშენებლო მასალა და მიწა გამოყო. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს ჯორ-სახედრები მისცა  და სოფლები შესწირა. მონასტრის ტიპოკონი კი სერაპიონმა დაადგინა.

წმინდანი ზარზმის მონასტერში სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. იგი საკურთხევლის აღმოსავლეთით არის დაკრძალული.

თიკო კურტანიძე

ადიგენის მუნიციპალიტეტის ფოტოები

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი