”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

11 ნოემბერს, ადიგენში ზარზმობის დღესასწაული აღინიშნება

ადიგენი ზარზმობისთვის ემზადება. დღესასწაული სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში 10:00 საათზე წირვით დაიწყება.

56660305

ფოტოს ავტორი : ივანე გოლიაძე

სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ამ დღის აღნიშვნა 12:00 საათზე, სოფლის შესასვლელში კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ინდივიდუალური შემსრულებლები, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები მიიღებენ. ღონისძიებაში ჩაერთვება “ერისიონთან“ არსებული  ქორეოგრაფიული ანსამბლი “მომავალი”. ასევე, გაიმართება ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.

ადიგენის გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან პირველი პირები, როგორც ცენტრალური უწყებებიდან, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციიდან და რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან.

წელს დღესასწაულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 900 ლარამდე დაიხარჯება.

“ზარზმობა” სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 11 ნოემბერს, საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში გრანდიოზულად აღინიშნება.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი