”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რითი თბება სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა ზამთარში?

ზამთრის სეზონს მომზადებული სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილი ხვდება. რეგიონის მკაცრი კლიმატის გამო, ადგილობრივებმა გათბობის საშუალებაზე ფიქრი შემოდგომითვე დაიწყეს, საშეშე მერქანი მოსახლეობის ნაწილმა მოიმარაგა.

ქალაქისა და სოფლების გაზიფიცირების მიუხედავად, რეგიონში გათბობის ძირითადი საშუალება, შეშის ღუმელია, რაც მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ეკონომიურია.

სამცხე–ჯავახეთში საშეშე მერქანზე მოთხოვნა 55 000 კუბური მეტრია – ამბობს სატყეო სამსახურის უფროსი. მამუკა ცინცაძის თქმით, რეგიონში ტყეკაფების პრობლემა არ არის.

მოსახლეობის გარდა, გასათბობად შეშას იყენებს არაერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები. სწორედ ამიტომ, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას” ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ საშეშე მერქნით გათბობის ალტერნატივის გამოძებნის გარეშე, ქვეყანა ენერგოკრიზისის წინაშე დადგება.

მაღალმთიან დასახლებებში, ოჯახს 15 კუბური მეტრი საშეშე მერქნის მიღება შეუძლია, ბარში კი 7–ის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის პრობლემა ტყეკაფის გამოყოფით არ წყდება. მოსახლეობა ტყემდე მიმსასვლელი გზის მდგომარეობაზეც ჩივის.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი