”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვლადიმერ ზედგინიძე – ახალციხის მეორე მერი თვითმმართველი ქალაქის ისტორიაში

ახალციხელებმა ახალი მერი აირჩიეს. ამომრჩევლის 63 %–ზე მეტმა გადაწყვეტა, რომ ქალაქს, ერთი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვლადიმერ ზედგინიძე უხელმძღვანელებს.

ახალციხეში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად 1981 წლიდან სამსახურის გამო გადმოვიდა. ამბობს, რომ მისთვის ამ ქალაქში ცხოვრება საამაყოა, მასზე ზრუნვა კი საპასუხისმგებლო. თუმცა სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებულია, ქალაქის მერის მოვალეობებს, თავს მარტივად გაართმევს.

ვლადიმერ ზედგინიძე ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში ეცდება, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას საფუძველი ჩაუყაროს როგორიცაა, სასმელი  წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება. გარდა ამისა, სურვილი აქვს ახალგაზრდებისთვის მეტი გასართობი ობიექტი ჩამოაყალიბოს და ქალაქის გამწვანებაზე იზრუნოს.

ქალაქის ახალი მერი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რეორგანიზაციას არ გამორიცხავს. მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეებს პოსტები არა ნაცნობობითა და ნათესაობით, არამედ  პროფეზიონალიზმის მიხედვით უნდა ეკავოთ.

ბოლო სამსახური, სადაც ამ დრომდე დირექტორის თანამდებობა უკავია, სამედიცინო დაწესებულება „ჯანმრთელობის სახლია“. მისი თქმით, აქ ადამიანებთან ურთიერთობებით ბევრი რამ ისწავლა. ფიქრობს, რომ მიზანი –  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ეზრუნა გარკვეულწილად შეასრულა. მას შემდეგ რაც ქალაქის  მერი გახდება, საკუთარი ხელით მოწყობილი მყუდრო კაბინეტიდან – შედარებით დიდ კაბინეტში გადაინაცვლებს, კლინიკის მართვას კი ქალიშვილს გადააბარებს.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვლადიმერ ზედგინიძე ახალციხეში მარტო ცხოვრობს. ნებისმიერ საქმიანობაში ყველაზე დიდი მხარდამჭერები მისი ქალიშვილები არიან.

ვლადიმერ ზედგინიძე თვითმმართველი ქალაქის ისტორიაში, ახალციხის რიგით მეორე მერია. ქალაქის თავის მოვალეობას, ამ დრომდე ილია ზარდიაშვილი ასრულებს. ადგილობრივებმა თვითმმართველი ქალაქის პირველ მერად 2014 წელს გიორგი კოპაძე აირჩიეს, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარად კენჭი იყარა და ამომრჩეველთა ხმების უპირატესობით გამარჯვებაც მოიპოვა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე, რამაზ ალავიძე.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Information

This entry was posted on 09/11/2016 by in ახალი ამბები, პოლიტიკა.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი