”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მუსლიმი თემი ე.წ. მოხი კომისიის შეთავაზებას იწუნებს

მოხეში, 30–მდე მუსლიმმა, დღეს ისევ სადავო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ილოცა. მოსახლეობის ეს ნაწილი, ე.წ. მოხის კომისიის შეთავაზებით უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, კლუბის სტატუსით არსებული შენობის საკუთრების გარკვევა იყო.

კომისიას შენობის წარმომავლობის დადგენა შეეძლო, მაგრამ არ ისურვა – ამბობენ ადგილობრივები.

მუსლიმი თემის მოთხოვნა უცვლელია – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის მუფტი. მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ კომისიის წინადადება მრევლთან ერთად განიხილა, რასაც მუსლიმები არ დაეთანხმნენ.

კომისიის გადაწყვეტილებას ეთანხმება მართლმადიდებელი თემი. სოფლის მაცხოვრებლებს კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად, შენობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით არსებობა მიაჩნიათ.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კი სადავო შენობის რომელიმე კონფესიისთვის გადაცემას არ აპირებს. ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტიულება, რომ შენობის დაცვისა და მოვლისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართონ.

 

მოხეს მუსლიმი მოსახლეობა სადავო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ლოცვის გაგრძელებას აპირებს. სამცხე–ჯავახეთის მუფტი ამბობს, რომ თემისთვის სამლოცველოს საკითხი, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო პრობლემური გახდება.

 

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი