”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვარძიის ტაძარში მე–12 საუკუნის მხატვრობა დაზიანდა

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში მე–12 საუკუნის მხატვრობა დაზიანდა. 1  ნოემბერს მაგიდას ცეცხლი გაუჩნდა და მხატვრობის ძირითადი ნაწილი გაიმურა. 

vardzia

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სააგენტომ ჯგუფი ადგილზე უკვე გაგზავნა. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, სპეციალისტები შეისწავლიან, თუ რა მეთოდოლოგიით შეიძლება გაიწმინდოს კედლები.

ვარძიის მთავარ ტაძარში ხანძრის შედეგად გამურულია თამარ მეფის უნიკალური ფრესკაც, რომლის ანალოგი საქართველოში მხოლოდ ბეთანიაშია.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე