”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

N37–ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 18 % შეადგინა

N37–ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის დაახლოებით, 18% შეადგინა. ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ახალციხის მუნიციპალიტეტში  6 198–მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. 

N37–ე ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ეტაპზე სამი საჩივარია დაწერილი. თეა გავაშელის თქმით, არცერთი სერიოზული დარღვევა არ არის და შესაბამისად, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ ახალციხესა და ადიგენში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე. 

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 30/10/2016 by in არჩევნები and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე