”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის N1 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი 08:01 წუთზე მივიდა

ახალციხის პირველ საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი 08:01 წუთზე მივიდა. კენჭისყრისთვის აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, კაბინაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და კონვერტი საარჩევნო ყუთში მოათავსა.

შოთა ანდღულაძის თქმით, იმედი აქვს, რომ ორი პარტიის წარმომადგენელს შორის საუკეთესო გაიმარჯვებს.

პირველ საარჩევნო უბანზე 1 255 ამომრჩეველია.  საუბნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით შესრულდა. საკონტროლო ფურცლები მოთავსდა, როგორც ძირითად ასევე, გადასატან ყუთშიც, რომელიც ამომრჩეველთან ზუსტად 09:00 საათზე გავიდა.

აღნიშნულ უბანზე ადგილობრივები ირჩევენ, როგორც მაჟორიტარობის, ასევე ახალციხის მერობის კანდიდატსაც.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 30/10/2016 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე