”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სასამართლო მოხელეები გადამზადდებიან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას, სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და შემდგომ პოპულარიზაციას ისახავს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ბრეგვაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ ქეთევან კვინიკაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ბორჯომში მხარეთა მიერ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში შედგა, რომლის მიზანიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე კურიკულუმის შემუშავება .

იუსტიციის უმაღლესი სკოლა, კურიკულუმის მიხედვით მომავალში, მოქმედ მოსამართლეებსა და სასამართლოს სხვა მოხელეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგებს ჩაუტარებს.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე