პირველად ახალციხეში ახალი სერვისი ამოქმედდა. ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია სხვადასხვა კომუნალური მომსახურებით ისარგებლოს.
საჭიროების შემთხვევაში მსურველებს ძიძა და მოხუცების მომვლელი საათობრივად, სანტექნიკოსი, დამხმარე დამლაგებელი და ელექტრიკოსი მოემსახურება.
სერვისების სარგებლობისთვის, მსურველები რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტის“ ოპერატორს უნდა დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც შესაბამისი მომსახურებას უმოკლეს დროში მოხდება.
ახალი სერვისების პროექტს სახელწოდებით „ჩემი ოსტატი“ ასოციაცია „ტოლერანტი“ ახორციელებს. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებას გულისხმობს.
„ჩემი ოსტატის“ პრეზენტაცია დღეს, 28 ოქტომბერს, „ტოლერანტის“ დარბაზში გაიმართა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე