ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედრო, აკოპ მალხასიანი დღეს, ნინოწმინდაში დაკრძალეს. ჯავახეთში თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ჩავიდა.

მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რიგით აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო და ოჯახს დახმარება აღუთქვა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სამინისტრო სრულად დაფარავს.
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის დაწყებული.
You must be logged in to post a comment.