”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ავარიის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ნინოწმინდელია

დედოფლისწყარო – სიღნაღი–თბილისის ავტომაგისტრალზე მომხარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, რიგითი აკოპ სამველის ძე მალხასიანი, ნინოწმინდის მკვიდრი იყო.

14708252_1728601160797311_7348372203121107736_n

მას ნინოწმინდაში 24 ოქტომბერს დაკრძალავენ.

აკოპ მალხასიანი 2015 წლის ნოემბრიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება სამძიმარს უცხადებს  გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.

კამაზის ტიპის სამხედრო მანქანას, რომელიც 21 ოქტომბერს, კახეთის გზატკეცილზე ამოტრიალდა, 37 სამხედრო მოსამსახურე ახლდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე