”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ცესკომ მეორე ტურის შესაძლო თარიღად 30 ოქტომბერი განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  მეორე ტურისა და   განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა.

ceesko-e1465382940999-890x395

ცესკოს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) – როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გამოსცემს. .

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე