”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

N44–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში 17 განცხადება–საჩივარი შევიდა

N44–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში 17 განცხადება–საჩივარი შევიდა. აქედან ერთი – ადიგენიდან, დანარჩენი ახალციხის მუნიციპალიტეტიდან დაფიქსირდა.  

N37–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, განცხადება–საჩივრები “სამართლიანი არჩევნების”, “საიას”, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დაწერეს.

განცხადებების მიღების ვადა 10 ოქტომბერს 18:00 საათზე ამოიწურა. სააჩევნო კოდექსის მიხედვით, კომისიამ საჩივრები მიღებიდან ორი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს. თეა გავაშელის თქმით, განცხადება–საჩივრები დღეს, 11 ოქტომბერს, 14:00 საათზე განიხილება.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე