”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ქართულმა ოცნებამ”, ახალციხე–ადიგენში, “ნაციონალური მოძრაობა” 273 ხმით დაამარცხა

12 721 ხმა  “ქართული ოცნება”, 12 448 ხმა  “ნაციონალური მოძრაობა”   – ცესკოს ვებ–გვერდზე 44–ე ახალცხის ოლქის ყველა ოქმი აიტვირთა, რომლის მიხედვითაც, 5%–იანი სხვაობა 1%–მდე შემცირდა. 

14627965_1230669203657848_1517723205_n

53–ვე უბნის მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” 43% მიიღო, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” 42%. პროპორციული სიით არჩევნებში  ” ოცნებამ” “ნაციონალები”273 ხმით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარული სისტემით, ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ ოლქში “ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა. 23:00 საათის მონაცმებით, ვაჟა ჩიტაშვილმა 11 862 ხმა (44.6%) მოიპოვა, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი კოპაძემ – 10 326 ხმა (38.83%).

იქიდან გამომდინარე,  რომ ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი ვერცერთმა მათგანმა მოიპოვა, დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას გიორგი კოპაძე და ვაჟა ჩიტაშვილი მიიღებენ.

არჩევნების მეორე ტური 2 ნოემბრამდე უნდა დაინიშნოს.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE