”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ცესკომ ახალციხის მერის არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვებ–გვერდზე ახალციხის მერის არჩევნების შედეგები ატვითა. ცესკოს მონაცემების მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ლიდერობს. 

shedegi

ირაკლი ერეკლიშვილმა 45.98% (3 530 ხმა) მიიღო. “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემ – 36.99% (2 840 ხმა); “ბურჭულაძე– სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატმა ივანე გვარამაძემ – 7.44% (571 ხმა); “ეროვნული ფორუმის” კანდიდატმა ჯუმბერ ინასარიძემ 6.86% (527 ხმა); “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატმა ბესიკ ტაბატაძემ – 2.72% (209 ხმა).

იქიდან გამომდინარე,  რომ ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი ვერცერთმა მათგანმა მოიპოვა, დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ირაკლი ერეკლიშვილი და ვლადიმერ ზედგინიძე მიიღებენ.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური 2 ნოემბრამდე უნდა დაინიშნოს.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე