”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვაჟა ჩიტაშვილი: “ეს ათმაგი პასუხისმგებლობაა ჩემი მოსახლეობის მიმართ”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, არჩევნების შედეგების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ვაჟა ჩიტაშვილმა მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ   N44–ე ახალციხის ოლქში, ვაჟა ჩიტაშვილმა, “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი კოპაძე დაამარცხა.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ვაჟა ჩიტაშვილმა ამომრჩეველთა ხმების  44.92% მიიღო, ხოლო გიორგი კოპაძემ – 35.88%.

ჟურნალისტების ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ “ქართულ ოცნებაში”.

4 comments on “ვაჟა ჩიტაშვილი: “ეს ათმაგი პასუხისმგებლობაა ჩემი მოსახლეობის მიმართ”

  1. Nona Gasitashvili
    09/10/2016

    არ ჭირდება ქართული ოცნების მაჯორიტარ დეპუტატს თქვენი იაფასიანი პიარი და ამიტომ არ გპასუხოოოობთ. ისევ ნაცები გააპიარეეეთ.

    Like

  2. ჩვენ არცერთი პარტიის პიარს არ ვემსახურებით. ჩვენი საშუალებით პოლიტიკოსები ხალხს ესაუბრებიან. თუ არ უნდა საზოგადოებას დაელაპარაკოს, მით უარესი მისთვის. 🙂

    Like

  3. Nona Gasitashvili
    09/10/2016

    თქვენი საშუალებიიით და თქვენზეა დამოკიდებული ვინ გაიმარჯვებს? ეჭვი მეპარება. ხალხთან საუბარში თქვენ უნდა დაგვეხმაროოოოთ …. ყვითელი პრესა არ გვჭირდება მოსახლეობასთან ურთიერთობაში… თქვენი ობიექტურობა მაოცებს…

    Like

  4. თქვენ არ გჭირდებათ. თქვენ არ ხართ კანდიდატი 🙂 ჩვენ ტელევიზია ვართ და არა პრესა, მითუმეტეს ყვითელი. ისე, სხვათაშორის, ვინც ჩვენი არხის საშუალებით მიმართავდა ამომრჩეველს, ცნობადობაც მაღალი აქვს, მგონი არ ვცდები. 🙂

    Like

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე