”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომი–ასპინძის ოლქში გედევან ფოფხაძე 53.81%–ით ლიდერობს

 N45-ე ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში ხმათა უმრავლესობა გედევან ფოფხაძემ მიიღო. “ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატს მხარი ამომრჩევლების 53.81%–მა (6801 ხმა) დაუჭირა. 

gedevan-fofxadze

ცესკოს მონაცემებით, 20.2% (2553 ხმა) მიიღო ტარიელ ლონდარიძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ხოლო 12.44% (1572 ხმა) – ზურაბ ხაჩიძემ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”.”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატი  კახა ბერიძე  საარჩევნო მარათონში 5. 12%–ით (647 ხმა) მეოთხე ადგილს იკავებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 70 უბნიდან მონაცემები დათვლილია 37 უბნის მიხედვით.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე