”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში ხმათა უმრავლესობა ,,ქართულმა ოცნებამ” და გიორგი კოპაძემ მიიღეს

ადიგენის საარჩევნო ოლქში, ყველაზე მეტი ხმა ,,ქართულმა ოცნებამ” და გიორგი კოპაძემ მიიღო.

adigenis-saolqo

#38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 18 უბანზე 15 526 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. უბნებზე 10 061 მოქალაქე გამოცხადდა.

ჯაბა მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან, გიორგი კოპაძემ 4 125 ხმა მიიღო, ვაჟა ჩიტაშვილმა კი 3 782.
პროპორციული სიით, ,,ქართული ოცნება” 4 606 ხმით ლიდერობს. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 3 833 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე