”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შალვა გოგოლაძე: “ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს მივეცი”

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხესა და ადიგენში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. შალვა გოგოლაძემ ხმა 28–ე ახალციხის უბანზე მისცა.

კანდიდატი ამბობს, რომ  ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს მისცა. მისი თქმით, ისურვებდა, რომ არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს, რაც ქვეყნის დემოკრატიულობის მშენებლობაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის ცხრა კანდიდატიდან, ხმა ამ დროისათვის, ოთხმა მათგანმა მისცა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე