ახალციხის #30 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, ხმის დათვლის დროს, მათთან უცხო პირი მივიდა და კენჭისყრის შენობაში შესვლას შეეცადა.
თავმჯდომარისთვის უცხო მამაკაცს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელსა და წარმომადგენელთან მოუხდა შელაპარაკება. ეკატერინე წამალაშვილის თქმით, ინციდენტი მალე აღმოიფხვრა.