”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვლადიმერ ზედგინიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხეში შეხვედრები დაასრულა.

დღეს, 5 ოქტომბერს ვლადიმერ ზედგინიძე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდა, მათი პრობლემებით დაინტერესდა და მხარდაჭერასაც დაპირდა.

მერობის კანდიდატის თქმით, სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან  ამ დრომდეც აქტიურად ურთიერთობდა. მისი კლინიკა მათ გარკვეულ დახმარებას სთავაზობდა.

ვლადიმერ ზედგინიძის განცხადებით,  ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მთელი ქალაქის მასშტაბით შეხვდა. კანდიდატის თქმით, პრობლემები ბევრია, თუმცა მისი მოგვარება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

 

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე