”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, ნინოწმინდაში მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

sequence-02-00_11_21_01-still001

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ. მ. სამართალდამცველებმა ნინოწმინდაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სამების“ გავლით, უკანონოდ გადმოკვეთა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე