ორფოლოს სასროლეთზე სამეთაურო საშტაბო სწავლების „ფარი 2016“–ის დახურვის ცერემონია გაიმართა. სწავლების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ.
სამხედრო სწავლებაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისა და გენერალური შტაბის ქვედანაყოფებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვედანაყოფი და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტიც მონაწილეობდნენ. თავდაცვის მინისტრის თქმით, უწყებათაშორის სამხედრო წვრთნები პირველად ჩატარდა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი