”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

28 სექტემბრიდან, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ

28 სექტემბრიდან, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27 სექტემბერს საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

4058673_original

ორი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება.

28 სექტემბრიდან, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან  ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება დაიწყება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

სინოპტიკოსებიც ცნობით, უამინდობა 1 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით +15, +20° – ის ფარგლებში იქნება.

1 – 2 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე