”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვარძიაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღნიშნეს

ხალხური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ლექსები, სხვადასხვა სპორტული და კულტურული სანახაობა –ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული იზეიმეს. “შოთაობა” 24 სექტემბერს, ვარძიაში გაიმართა.

სხვადასხვა სპორტულ სახეობებში გაიმართა შეჯიბრებები. მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა. ტრადიციულად, ვარძიის ტერიტორიაზე დაიდგა ფაცხები, სადაც მსურველებს მესხური კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
მწერალთა კავშირმა ,,შოთაობის” ორგანიზატორი, გაზეთ ,,ლიტერატურული მესხეთის” რედაქტორი ავთანდილ ბერიძე ქართული კულტურის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. ღონისძიებაზე დასახელდნენ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები.
კულტურული და სპორტული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
სახალხო დღესასწაული 1966 წლიდან აღინიშნება. “შოთაობა” ვარძიაში მეოთხედ გაიმართა. მანამდე ამ დღეს სოფელ რუსთავში აღნიშნავდნენ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე