”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

24 სექტემბერს, ვარძიაში “შოთაობას” აღნიშნავენ

24 სექტემბერს, ვარძიაში “შოთაობას” აღნიშნავენ. პოეზიის სახალხო დღესასწაული 11:00 საათზე დაიწყება. 

229527784

დაგეგმილია რეგიონში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა და სპორტული ღონისძიებები. მოეწყობა შეჯიბრი ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ქვის აზიდვაში.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაულს საფუძველი, 1966 წელს ჩაეყარა.  თუმცა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, „შოთაობას“ აღარ ზეიმობდნენ.  2008 წლიდან  გაზეთ ”ლიტერატურული მესხეთის” ინიციატივითა და ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟით, სახალხო დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია  აღდგა.

2013 წლამდე “შოთაობა” სოფელ რუსთავში აღინიშნებოდა, თუმცა 2013 წლიდან დღესასწაულს ვარძიაში, მუზეუმ ნაკრძალის ტერიტორიაზე ზეიმობენ.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე